IDFI - საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

13-02-2020 14:18:33 სამართალი

კვლევითი ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ანგარიშის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა.

„შს სამინისტროს განცხადებით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემა. თუ დავუშვებთ რომ 2018 წლიდან დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვიანობის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვით სამინისტრომ უარი თქვა „შელამაზებული სტატისტიკის“ წარმოებაზე, მაშინ დანაშაულის ტენდენციების რეალურ სურათს მხოლოდ 2019 და 2018 წლების მაჩვენებლების შედარება გვაჩვენებს. შსს-ს გამოქვეყნებული სტატისტიკა ასეთია: „2019 წელს სულ დარეგისტრირდა 64 123 დანაშაული, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს“. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს მცირედით დადებითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები