Accentnews.ge
თსუ-სთან პროტესტი გრძელდება

თსუ-სთან პროტესტი გრძელდება

18/11/2024 15:29:14 საზოგადოება

თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდინარე ტერიტორიაზე პროტესტი გრძელდება. ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან.

პოლიტიკური განცხადებები 19:00 საათისთვის იყო დაანონსებული, თუმცა გადაიდო პრეზიდენტის ბრიფინგამდე. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20:00 საათზე გააკეთებს განცხადებას.

„ჩვენ 20:00 საათზე ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ამის შემდგომ ოპოზიციური ლიდერები გავაკეთებთ განცხადებას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. [პროტესტის] 24 საათი იწურება 20:00 საათზე, მაგრამ ჩვენს კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ უკვე პრეზიდენტის ბრიფინგის შემდგომ. ჩვენც გვაინტერესებს მისი საჯარო განცხადება რასთან დაკავშირებით იქნება, დაახლოებით ვიცით. ჩვენ გვაქვს გარკვეული ნაბიჯები, რომელსაც შემოგთავაზებთ და ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება უკვე შემდგომ გეგმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პროტესტი გუშინ დაიწყო და როგორც დაანონსდა, ამ ადგილზე აცია 24-საათის განმავალობაში უნდა გაგრძელებულიყო - 20:00 საათამდე. ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი. მომიტიმგეებმა ღამე გაათენეს. გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S