მდინარაძე პრეზიდენტის წინადადებას ეხმიანება
18/11/2024 17:34:42 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კრიზისიდან გამოსასვლელად ოპოზიციისთვის, საზოგადოებისთვის, "ქართული ოცნებისა" და საერთაშორისო პარტნიორებისთვის შეთავაზებულ გეგმას ეხმიანება.
„გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა სამასიდან-ოთხასი ათასამდე ხმის გაყალბება. ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა ორ მილიონზე მეტი, არამედ მილიონ შვიდასი ათასი, რიგები უბნებზე კი - მოჩვენებითი.
აქამდე რატომ არ თქვეს სხვებმა, ვერ ვხვდები… ან თენგოს რაღა დაემართა.
აი, ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი, მოკლედ… ყველანი კარვებში!!!
მოთხოვნას რაც შეეხება - სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.


