
ბორელმა უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნებართვაზე ისაუბრა
18/11/2024 21:23:32 მსოფლიო
აშშ-მ უკრაინას ამერიკული შორი რადიუსის იარაღით რუსეთზე იერიშის ნებართვა მისცა, კონკრეტულად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 300 კილომეტრის სიღრმეში შეუძლიათ რაკეტების გამოყენება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.
"უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიყენოს იარაღი, რომელსაც ვაწვდით, არა მხოლოდ ისრების შესაჩერებლად, არამედ მშვილდოსნების გასანადგურებლად". – თქვა ბორელმა.
სავარაუდო ნებართვაზე აქამდე სხვადასხვა მედიები წერდნენ.
აშშ, დიდი ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას შორი რადიუსის იარაღი გადასცა.