
ჯორჯაძე: "ბევრი მთავრობა გამოვიცვალე, ისინი თავის პატრონებს ემსახურებოდნენ, მაგრამ ჩუმ–ჩუმად საქართველოსთვის რაღაც საქმეს აკეთებდნენ, ესენი არიან გამყიდველები"
19/11/2024 05:50:02 საზოგადოება
"ქუჩაში გამოსვლას რაც შეეხება ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს და თავისი ცხოვრების პატრონია, თავისუფლება მაგაში მდგომარეობს. შეიძლება, ვიღაცას ფიზიკურად არ შეუძლია, ვისაც შეუძლია ალბათ, მოვა. ძალიან ბევრი მთავრობა გამოვიცვალე პირადად მე, მაგრამ ასეთი მშიშარა ნაძირლები, ასეთი გამყიდველები არ ყოფილა ჩემს ბიოგრაფიაში. ისინი ემსახურებოდნენ თავის პატრონებს, მაგრამ ჩუმ–ჩუმად საქართველოსთვის რაღაც საქმეს აკეთებდნენ. ესინი მეცოდებიან, ["ქართული ოცნების" მთავრობა] ღირსეული მტერი არ არის. [ ...] ეს უკვე ძალადობაც არ არის. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, პოლიციაში საცოდავი, უბედური სადისტები დარჩნენ", – ამის შესახებ აქციაზე მყოფმა რიჟისორმა ნანა ჯორჯაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტს განუცხადა.