Accentnews.ge
სირაძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები ესროლეს და დრონის გამოყენებით საღებავი დაასხეს

სირაძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები ესროლეს და დრონის გამოყენებით საღებავი დაასხეს

19/11/2024 07:23:56 საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები ესროლეს და დრონის გამოყენებით საღებავი დაასხეს.

„ყველაფრის იდენტიფიცირებას მოვახდენთ. არაერთი ძალადობრივ და შეურაცხმყოფელ საქციელს ჩადიან აქციის მონაწილეები. არა მარტო სითხე გადმოასხეს, ბოთლები დააყარეს. თქვენმა კოლეგებმა დააფიქსირეს და სხვათა შორის, გვითხრეს კიდეც. ირონიულად არ უნდა გვეკითხებოდეთ. გული უნდა შეგტკიოდეთ ქართულ პოლიციაზე. ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ასეთ რამეს კადრულობენ და პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ „ტვ პირველთან“.

მან აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში სამხრე კამერების ჩანაწერებს აუცილებლად წარადგენს.

„არაერთხელ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, გავაფრთხილეთ, რომ კანონს არღვევდნენ. მეთანხმებით, რომ კანონის დარღვევა ხორციელდებოდა. ქვეყანაში უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი კანონი და ყველა კანონს უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა სირაძემ.

ცნობისთვის: ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე პირი. მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S