Accentnews.ge
გიორგი ვაშაძე: პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას

გიორგი ვაშაძე: პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას

19/11/2024 08:51:49 საზოგადოება

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მელიქიშვილის გამზირზე მყოფ სამართალდამცველებს მიმართავს, რომ გზა გაათავისუფლონ.

"თქვენ ახლა პროტესტს გამოხატავთ, მელიქიშვილი გაქვთ დაკეტილი და გეკითხებით - რატომ გაქვთ დაკეტილი? ვინ გაიძულათ, რომ დაკეტოთ? თუ შეიძლება გადადით ტროტუარზე და თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე. აქ გზას ტყუილად ნუ კეტავთ. ხომ ემხრობით, რომ გადავიდნენ [ტროტუარზე]? პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას! მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში პრობლემას ნუ უქმნით. არ შეიძლება ქალაქის პარალიზება! მინდა, ჟურნალისტებმა დააფიქსირონ, როგორ უკეტავენ პოლიციელები მოქალაქეებს გზას, როგორ აქვთ დაკეტილი მელიქიშვილის გამზირი”,-მიმართა მან სამართალდამცველებს.

ცნობისთვის: დღეს დილით საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან. ისინი გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას არ აპირებენ. ოპოზიციონელი ლიდრების თქმით, პროტესტი გაგრძელდება. შსს–ს ცნობით 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან სამი ადამიანი ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S