Accentnews.ge
მედია: უკრაინამ რუსეთის სიღრმეში პირველად გამოიყენა ამერიკული ATACMS

მედია: უკრაინამ რუსეთის სიღრმეში პირველად გამოიყენა ამერიკული ATACMS

19/11/2024 10:48:52 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და წარმატებით გაანადგურეს სამიზნე. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმირებულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს თანახმად, რაკეტა ბრიანსკის რეგიონში, ქალაქ კარაჩოვთან ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტს მოხვდა. კარაჩოვი მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კმ-ში.

"მართლაც პირველად გამოიყენეს ATACMS-ი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. სარაკეტო იერიში განხორციელდა ბრიანსკის რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტზე, რომელიც წარმატებით განადგურდა", - თქვა წყარომ.

ტელეგრამის არხ "ასტრას" ცნობით, 19 ნოემბრის ღამით ამერიკული რაკეტით დარტყმა განხორციელდა რუსეთის მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 67-ე არსენალზე. სოციალურ ქსელში გავრცელდა ძლიერი ხანძრის ამსახველი ვიდეოები. არსენალში, სავარაუდოდ, ინახებოდა საარტილერიო საბრძოლო მასალა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის მიწოდებული ჭურვები. გარდა ამისა - რეგულირებადი საჰაერო ბომბები, საზენიტო რაკეტები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარის საბრძოლო მასალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S