Accentnews.ge
ზელენსკი ფრონტისპირა კრიტიკულ ქალაქებს ესტუმრა

ზელენსკი ფრონტისპირა კრიტიკულ ქალაქებს ესტუმრა

19/11/2024 10:56:23 მსოფლიო

რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის 1000-ე დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზთან მდებარე ორ ქალაქს - პოკროვსკსა და კუპიანსკს ესტუმრა.

ზელენსკი ქალაქების დამცველებს შეხვდა. პოკროვსკი მდებარეობს დონეცკის რეგიონის დასავლეთით. უკრაინელმა სამხედროებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ფრონტზე ყველაზე მძიმე ბრძოლები სწორედ პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს. ამავე დროს, რუსეთის არმია მიიწევს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკისკენ. ორივე ქალაქი მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძად სახელდება.

ოქტომბრის ბოლოს პოკროვსკის ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი დობრიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები უკვე 6,7 კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდნენ პოკროვსკის ერთ-ერთი გარეუბანს. ხოლო ინტენსიური დაბომბვის შედეგად, ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის 80 პროცენტი განადგურდა. კუპიანსკში რუსეთის არმიის მოწინავე რაზმები უკვე შეეცადნენ პოზიციების დაკავებას ქალაქის მარცხენა ნაწილის განაპირას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S