
პუტინმა რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა დაამტკიცა
19/11/2024 11:17:01 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა "ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები". ამის შესახებ რუსული სააგენტოები იტყობინებიან მის განკარგულებაზე დაყრდნობით. მანამდე პუტინმა გამოაცხადა ცვლილებები რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში.
განახლებული დოკუმენტი აფართოებს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს. მედიის ცნობით, დოკუმენტში დადასტურებულია პრინციპი, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი მის საკუთარი ან ბელარუსის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესიის საპასუხოდ, რომელიც საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სამხედრო კოალიციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განიხილება მთლიანი კოალიციის აგრესიად, - ციტირებს "ინტერფაქსი" დოკუმენტს.
პუტინის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებში ასევე ნათქვამია, რომ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს მონაწილეობით ან მხარდაჭერით რუსეთის წინააღმდეგ აგრესია განიხილება ერთობლივ თავდასხმად.
ბირთვული შეკავება გამოყენებული იქნება მაშინ, როდესაც პოტენციური მტერი განათავსებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებს, ზუსტი არაბირთვულ იარაღს და თავდასხმის დრონებს, - ნათქვამია დოკუმენტში.
პოტენციური მოწინააღმდეგის მიერ რუსეთის საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დაგეგმვა და ჩატარება განისაზღვრა, როგორც კიდევ ერთი საფრთხე, რომლის წინააღმდეგაც ხდება "ბირთვული შეკავება".
სამხედრო კოალიციების შექმნა ან არსებულის გაფართოება, რომელთა ინფრასტრუქტურაც რუსეთს უახლოვდება, ასევე განიხილება საფრთხედ, რომლელთა მიმართებაშიც გამოიყენება "ბირთვული შეკავება".
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას უკიდურეს და იძულებით ზომად მიიჩნევს.