Accentnews.ge
ლანა ღოღობერიძე: ყველანაირი რეპრესიული რეჟიმი გაგონებს საბჭოთა ხელისუფლებას, მინდა, ვუთხრა ჩვენს პოლიციელებს, რომ მაშინ ჩვენი მილიცია ჩვენს მხარეს იდგა

ლანა ღოღობერიძე: ყველანაირი რეპრესიული რეჟიმი გაგონებს საბჭოთა ხელისუფლებას, მინდა, ვუთხრა ჩვენს პოლიციელებს, რომ მაშინ ჩვენი მილიცია ჩვენს მხარეს იდგა

19/11/2024 11:17:17 საზოგადოება

"ყველანაირი რეპრესიული რეჟიმი გაგონებს საბჭოთა ხელისუფლებას იმიტომ, რომ რეპრესიებზე იდგა მთელი საბჭოთა სისტემა. სხვათაშორის, ეს მინდა ვუთხრა ჩვენს პოლიციელებს, რომ მაშინ ჩვენი მილიცია ჩვენს მხარეს იდგა და ჩვენმა მილიციამ გადაგვარჩინა პრაქტიკულად. აი, ეს კარგად ახსოვდეთ რა მართლა, რომ თუ რეპრესიულ ხელისუფლება ხალხი უპირისპირდება, პოლიცია, თუ მილიცია მის მხარეს უნდა იდგეს", – ამის შესახებ, "ტვ პირველის" ცნობით, კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ცნობისთვის: დღეს დილით საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს–ს ცნობით 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან. ისინი გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას არ აპირებენ. ოპოზიციონელი ლიდრების თქმით, პროტესტი გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S