Accentnews.ge
რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა

რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა

19/11/2024 12:15:38 მსოფლიო

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, მისი მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

„მოხარული ვარ, რომ გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკას დანიშვნის შესახებ გამოვაცხადო. მან იცის, რა სამუშაოა საჭირო ალიანსში გაწევრიანებისთვის და რას ნიშნავს იყო სრულუფლებიანი წევრი. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას“, - განაცხადა რუტემ.

რადმილა შეკერინსკას წარსულში ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. 2017-2022 წლებში იგი ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი იყო და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ყოფნისას ქვეყანა NATO-ს წევრი გახდა.

რადმილა შეკერინსკა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას მიმდინარე წლის ბოლოდან დაიკავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S