ზურაბ ჯაფარიძე: "თუ ხარ პასიური, სისტემას ეხმარები"
19/11/2024 17:22:40 პოლიტიკა
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
"დღეს შუაში დგომა არ არსებობს. ან ხარ აქეთ და იბრძვი, ან თუ ხარ პასიური, სისტემას ეხმარები. თითოეული მოქალაქე, რომელიც ქვეყანში ცხოვრობს არის პასუხისმგებელი სად წავა ეს ქვეყანა, რა ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენ შვილებს. არჩევანი ორია: ან ხარ აქტიური და იბრძვი, ან თუ არადა სისტემას ეხმარები შენი პასიურობით. ერთ მხარეს არის რწმენა და თავისუფლება, მეორე მხარეს – კუნთები და პრემიები. შეუძლებელია კუნთებმა და პრემიებმა რწმენას და თავისუფლების სიყვარულს მოუგოს. არ გაჩერდეთ, არცერთი წამით. თქვენ ხართ ბოლო ბასტიონი თავისუფლების ამ ქვეყანაში, ვინც კიდევ ინარჩუნებს რწმენას, რომ რაღაც გამოვა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.


