Accentnews.ge
ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორი დამონტაჟდება და საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ

ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორი დამონტაჟდება და საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ

19/11/2024 19:25:15 საზოგადოება

ოპოზიციონელი პოლიტიკოსის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ–სთან მონიტორს დაამონტაჟებენ, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ.

როგორც ვაშაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, ეროვნულ ნაკრებს ერთად უგულშემატკივრებენ.

ამ დროისთვის, აქცია ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარეობს, სადაც პროტესტის მონაწილეებს რამდენიმე კარავი აქვთ გაშლილი. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და პროტესტი არ შეწყდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S