
ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს რუსეთისადმი სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
19/11/2024 20:51:13 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მეათასე დღეს ევროპარლამენტს ონლაინ რეჟიმში მიმართა.
მან ევროპარლამენტარებს რუსეთისადმი სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
„რუსეთის მხრიდან ყოველ დარტყმას და ყოველ საფრთხეს უნდა შეეგებოს მკაცრი სანქციები. უკვე ათასი დღეა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადიკალურად შემცირდეს რუსეთის შესაძლებლობები, ნავთობის გაყიდვის ხარჯზე დააფინანსოს თავისი ომი. ნავთობი - ესაა პუტინის რეჟიმის სასიცოცხლო ძალების წყარო. ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტი კი ის, რაც ხელს უწყობს მის სიცოცხლეს. სანამ ეს ტანკერები მუშაობენ, პუტინი განაგრძობს კვლას. მკაცრი სანქციები აუცილებელია“, –განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საჭიროა რუსეთის იძულება, დათანხმდეს მშვიდობას.
„მინდა, მოგიწოდოთ, რომ არ დაივიწყოთ, რაზეა საუბარ, რისი ბედი წყდება. ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია, ვაიძულოთ რუსეთი, წავიდეს სამართლიან, რეალურ მშვიდობაზე. ჩვენ წამოვაყენეთ მშვიდობის ფორმულა და მადლობას ვუხდი ყოველ პარტნიორს ევროპაში, რომელმაც მხარი დაუჭირა ფორმულას. რუსეთს უნდა დავაძალოთ მშვიდობა", დასძინა ზელენსკიმ.