
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
19/11/2024 20:56:08 საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ხორვატიას სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში ხორვატმა ფეხბურთელმა ბელიომ გახსნა. წონასწორობა კი 28-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით ლუკა გაგნიძემ აღადგინა – 1:1. 63-ე წუთზე ბელიომ დუბლი შეასრულა, თუმცა 78-ე წუთზე აზაროვის გადაცემის შემდეგ ეფექტური გოლი გაიტანა ლომინაშვილმა. თუმცა ხორვატიამ ბოლო წუთებზე მესამეც გაიტანა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
დამატებულ დროში გოლი აღარ გასულა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 7:6 მოიგო.