Accentnews.ge
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დააჯარიმა

13/02/2020 12:10:05 საზოგადოება

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) „მთავარი არხი“ დააჯარიმა ვიდეორგოლის გამო, რომელშიც საუბარია მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე. კადრში ჩანს „ქართული ოცნების“ თვმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ისმის ფრაზა, „მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა“.

„კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში განთავსებული პოლიტიკური რეკლამის გამო, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრა. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, მაუწყებელი 2500 ლარით დაჯარიმდა", - განმარტებულია კომისიის განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ თემაზე პირველად 30 დეკემბერს საჯარო სხდომაზე იმსჯელა. კომისიის გადაწყვეტილებით, „მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც, GNCC-ის განცხადებით, დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

„კომისიამ „მთავარ არხს“ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. თუმცა, აღნიშნული ვალდებულება მაუწყებელმა არ შეასრულა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც კომისია აცხადებს, კომისიის მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკური რეკლამები მაუწყებლის საეთერო ბადიდან, არა კომისიის მიერ მიცემულ ვადაში, არამედ 23 დღის შემდეგ - 5 თებერვალს ამოიღეს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0.5%-მდე ოდენობით, რაც „მთავარი არხის“ შემთხვევაში, მაქსიმალურ 6,479.38 ლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ „მთავარი არხის“ ბადიდან აღნიშნული ვიდეო რგოლები უკვე ამოღებულია, კომისიამ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და მაუწყებელს განმეორებით ჩადენილი კანონდარღვევის გამო, კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარის ჯარიმა დააკისრა“, - აცხადებს კომისია.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას არ იზიარებს.

„გვეუბნებიან, რომ საარჩევნო კოდექსი არეგულირებს ჩვენს ქცევას, ამ დროს ჩვენ არ ვართ ამ კოდექსის სუბიექტი, მით უმეტეს არაწინასაარჩევნო ვითარებაში. გვეუბნებიან, რომ 2020-ის არჩევნები, რომ იქნება, იმას პოტენციურად მიადგება ზიანი. ჩვენ გვაქვს სრული უფლება გამოვხატოთ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს სარედაქციო პოლიტიკა ასახული სიუჟეტებში თუ ჩვენს საეთერო დროში. სარეკლამო დრო რას ნიშნავს მათთვის მე არ ვიცი, ეს არის საეთერო დრო“, - აცხადებს გვარამიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S