
მედია: ბაიდენმა თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე
20/11/2024 06:00:50 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე. ამის შესახებ BBC- აშშ-ის ოფიციალურმა პირზე დაყრდნობით იუწყება, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა .
ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ასეთ ნაღმებს მალე გადასცემენ კიევს და ვაშინგტონი ელოდება, რომ მათ გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე.
„კიევმა ასევე აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ასეთ ნაღმებს უკრაინელი სამოქალაქო მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც ვაშინგტონის მცდელობა, შეანელოს რუსი ჯარისკაცების წინსვლა უკრაინის აღმოსავლეთში.