Accentnews.ge
ირანი: სტუდენტის წინააღმდეგ, რომელმაც უნივერსიტეტის წინ გაიხადა, საქმე არ აღძრულა, ის ოჯახს გადასცეს

ირანი: სტუდენტის წინააღმდეგ, რომელმაც უნივერსიტეტის წინ გაიხადა, საქმე არ აღძრულა, ის ოჯახს გადასცეს

20/11/2024 09:08:21 მსოფლიო

ირანის სასამართლოს სპიკერის ასგარ ჯაჰანგირის განცხადებით, სტუდენტის წინააღმდეგ, რომელმაც უნივერსიტეტის წინ პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა, საქმე არ აღძრულა და რომ ის ოჯახს გადასცეს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, ის ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საქმე არ აღძრულა". - თქვა სპიკერმა.

ნოემბრის დასაწყისში ირანში სტუდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა. Amnesty Iran-ის ინფორმაციით, ქალმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ირანის "მორალის პოლიციამ" მას ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S