
თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი დაიტბორა წყლის მილი დაზიანების გამო
20/11/2024 09:23:26 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიტბორა.
დღეისთვის დაგეგმილი წარმოდგენა გადაიდო.
"ძვირფასო მეგობრებო, დღეს გამთენიისას კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაზიანდა წყლის მილი, რამაც გამოიწვია დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვა და დაზიანება. ტექნიკური ჯგუფის მიერ მიმდინარეობს დაზიანების ხარისხის დადგენა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება.
დღეს დაგეგმილი საოპერო სტუდიის წარმოდგენა "ქეთო და კოტე” გადაიდოშეძენილი ბილეთები აქტიურია და სპექტაკლის ჩატარების თარიღს გაცნობებთ. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის." - იტყობინება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.