
მედია: უკრაინულმა ძალებმა ნოვგოროდში რუსულ სამხედრო ბაზას დაარტყეს
20/11/2024 09:30:56 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალები რუსეთის ნოვგოროდის ოლქში სამხედრო ბაზას უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს,- ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
ამ ცნობის მიხედვით, თავდასხმის სამიზნე გახდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს მე-13 არსენალი.
აღნიშნული არსენალი მდებარეობს ქალაქ კოტოვოს მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 680 კილომეტრში. აღნიშნულ ბაზაზე ინახება ჭურვები არტილერიისთვის, ნაღმები ნაღმტყორცნებისთვის, რაკეტები „გრადის“, „სმერჩის“ და „ურაგანის“ რეაქტიული სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები, „ეს-300“-ის და „ეს-400“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და საბრძოლო მასალა „ტორის“ კომპლექსისთვის.
ასევე იტყობინებიან დრონების მწარმოებელ ქარხანაზე დარტყმის შესახებ.