Accentnews.ge
სიჭინავა პრეტენზიებს პასუხობს: ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უწყვეტ პროტესტშია ჩართული იმ სხვაობით, რომ კამერებში არ ეკეკლუცებიან მოქალაქეებს

სიჭინავა პრეტენზიებს პასუხობს: ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უწყვეტ პროტესტშია ჩართული იმ სხვაობით, რომ კამერებში არ ეკეკლუცებიან მოქალაქეებს

20/11/2024 10:01:49 პოლიტიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა ეხმიანება მისი თანაგუნდელების მიმართ პრეტენზიებს მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით.

ის თვლის, რომ „კამპანიური სახე" მიღო "ამ ფარისევლობამ - თურმე ეძებენ ჩვენს გუნდს და ვერ პოულობენ პროტესტში".

"ჩვენს პარტიას ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესების (მოპარული არჩევანის დაბრუნებაც ნამდვილად ერთ-ერთია) და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე...

ვიღაცების დავალებით ის ადამიანები “დაგვეძებენ” თურმე, თან “თვალთხარიას” რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს…

26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და “ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში",- ამბობს სიჭინავა.

მაგალითად, მისი თქმით, "ჩვენი გუნდი დილის 11:00 სთ-დან გვიან ღამემდე სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც ცესკოს წინააღმდეგ შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობდა (სტრასბურგისთვის გვჭირდება, თორემ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს მე ნუ მასწავლით). ამის პარალელურად, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან მართავდა შეხვედრებს და ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უწყვეტ 24 -საათიან პროტესტშია ჩართული ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში უნივერსიტეტთან მხოლოდ იმ სხვაობით, რომ კამერებში არ ეკეკლუცებიან მოქალაქეებს".

"ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმას ვცემთ პატივს, საერთო მიზანი უნდა გვქონდეს ყველას: არჩევნების დაბრუნება და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა, ოღონდ პათეტიკური სადღეგრძელოების, ჟივილ-ხივილისა და სხვების ლანძღვის გარეშე, გონიერი მოქმედებებით.

ჩვენს ძვირფას ამომრჩევლებს მინდა მივმართო: იმედებს არასდროს გაგიცრუებთ! თქვენი ხმა გვაძლიერებს!

ამ ბრძოლას მოვიგებთ საქართველოსთვის!“- დარწმუნებულია სიჭინავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S