Accentnews.ge
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 56 დრონი და ორი რაკეტა ჩამოვაგდეთ

უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 56 დრონი და ორი რაკეტა ჩამოვაგდეთ

20/11/2024 10:57:48 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ გაშვებული 56 დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

„11:00 საათისთვის მტრის ორი X-59/69-ის ტიპის მართვადი რაკეტისა და 56 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა“, - განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.

სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 122 დრონი გაუშვეს, მათგან 56 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 58 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 6-მა კი უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, პოლტავის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, სუმის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

ამჟამად კიევში საჰაერო საფრთხეა გამოაცხადებული. ამის გამო აშშ-მა, ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა დროებით დახურეს საელჩოები.

უკრაინაში ესპანეთის საელჩოს განცხადებით, “უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო” დღეს, 20 ნოემბერს საელჩო დაიხურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S