
RSF: საქართველოს დემოკრატიისგან დაშორება მედიის თავისუფლებას ანადგურებს
20/11/2024 11:16:16 საზოგადოება
საერთაშორისო მედია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” საქართველოში აქციების გაშუქების დროს ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს დემოკატიისგან დაშორება ახლა მის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს, პრესის თავისუფლებას ანადგურებს.
ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საქართველოში მედიის უკიდურესი პოლარიზაცია, მზარდი რეპრესიული კანონმდებლობა და ჟურნალისტებზე ვერბალური და ფიზიკური ძალადობა მათ მშვიდად მუშაობაში ხელს უშლის.
„სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტები ხშირად გამოიყენებიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო ჯგუფებისა დამედიების დისკრედიტაციისთვის. მტრული გარემო და დაუსჯელობა, რომლითაც მუქარასა და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები სარგებლობენ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოქალაქეების უფლებას, მიიღოს სანდო ინფორმაცია”,- ვკითხულობთ განცხადებაში.
ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში პრესის „თავისუფლების მდგომარეობის გაუარესება მუქარების, შევიწროების, შეურაცხყოფის, ძალადობრივი სასამართლო პროცესების, თვალთვალის ფონზე”:
„ჩვენ ვართ ჟურნალისტებზე მზარდი მუქარების მოწმე. ამ შოკისმომგვრელი მოვლენებისა და პრორუსული დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე, RSF მოუწოდებს დემოკრატიული ცვლილებებისკენ. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა, განსაკუთრებით „ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ახლა ხელისუფლებას ფლობს, უნდა გასცეს გარანტიები, რომ პატივს სცემს ქვეყნის ვალდებულებებს ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მოქალაქეების უფლებებთან დაკავშირებით, მიიღოს სანდო ინფორმაცია”.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ანგარიშს და რეკომენდაციებს ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის ცხრა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად აქვეყნებს.