Accentnews.ge
თსუ-ის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტების ნაწილი სამუშიას გადადგომას მოითხოვს

თსუ-ის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტების ნაწილი სამუშიას გადადგომას მოითხოვს

20/11/2024 11:46:07 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი ბოლო დღეებში უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ჯაბა სამუშიას რექტორის პოზიციიდან გადადგომას მოითხოვს.

"ჩვენ თსუ-ს ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები, სოლიდარობას ვუცხადებთ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.

ჩვენ, გააზრებული გვაქვს, რომ ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი, თუმცა ასევე ვიაზრებთ ჩვენ პასუხისმგებლობას ამ პროცესების კვალდაკვალ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ სტუდენტები, რომლებიც ამ ქვეყანაში არ ვეგუებოდით და არც არასდროს შევეგუებით : რუსეთს, ოკუპაციას, თავისუფლებისა და განათლების უფლების შეზღუდვას.

განათლება უმთავრესი ღირებულებაა, ჩვენ ვიბრძვით ევროპული განათლების იდეებისთვის, სადაც თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული და აღიარებული.

ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ არ გვიშვებენ უნივერსიტეტში, თუ როგორ გვიზღუდავენ განათლების ხელმისაწვდომობას.

გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გავა ბოლოში, რადგან ჩვენ ვხედავთ სტუდენტებს მეგობარი უნივერსიტეტებიდან ილიაუნიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და ყველა ჩვენ სტუდენტს გვაერთიანებს მთავარი ღირებულება ამ ქვეყნის ევროპული და თავისუფალი მომავალი.

ასევე ვითხოვთ ჯაბა სამუშიას გადადგომას, რომელიც პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც "ქართული ოცნება" უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს. ეს უნივერსიტეტი ემსახურებოდა საფუძველშივე არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ უნარებისა და თავისუფლების იდეის გააზრებას. დღეს, ჯაბა სამუშია, ისევე, როგორც "ქართული ოცნება" საფრთხეს უქმნის განათლების უფლების საყოველთაობასა და ამ ქვეყანაში ევროპული განათლების უზრუნველყოფას," - ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S