Accentnews.ge
"რუსთავი 2" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"რუსთავი 2" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

13/02/2020 13:27:41 საზოგადოება

ტელეკომპანია "რუსთავი 2" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე მედია საშუალებასა და საჯარო სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი2"-ის ეთერში "სტუდია მონიტორის" პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო.

გავრცელებული ინფორმაცია და შეფასებები ეფუძნება ფაქტებით მანიპულირებას, ემსახურება "რუსთავი 2"-ის რეპუტაციის დაზიანებას და წარმოადგენს იმ კამპანიის ნაწილს, რაც არხის წინააღმდეგ ხორციელდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ.

გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორადაა მითითებული, რომ პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო, ეს არ შეესაბამება რეალობას. პროექტი დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და მისი ყველა პირობა შესრულდა. პროექტის ფარგლებში "რუსთავი2"-მა ეთერში გაუშვა კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ფილმი, მიუხედავად მათი შინაარსისა. არხს ფილმები მიეწოდებოდა ერთი დღით ადრე და ყოველგვარი მონიტორინგის, ან სარედაქციო ჩარევის გარეშე თავსდებოდა ეთერში დაგეგმილ დროს.ამდენად, მითითება, თითქოს რაიმე კონკრეტული ფილმის გამო მოხდა პროექტის შეჩერება, მით უფრო, მაშინ, როდესაც კონტრაქტი დასრულებულია, არაკორექტულია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ "რადიო თავისუფლებას" ან "სტუდია მონიტორს" "რუსთავი2"-ის მიმართ რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ჩვენმა არხმა გამოთქვა "რადიო თავისუფლებასთან" სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის მზაობა, რაც ეცნობა წერილობით ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოსაც.

რაც შეეხება საჯარო სივრცეში გავრცელებულ კომენტარებს, მიუღებელია ფაქტების მანიპულაციაზე დაფუძნებული დაუსაბუთებელი კრიტიკა და არხის რეპუტაციის შემლახავი მიზანმიმართული კამპანია იმ პირებისაგან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ტელევიზია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ კონტროლდებოდა, არ გამოხატავდნენ პროტესტს არხის სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S