ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20-11-2024 17:08:28 საზოგადოება ,სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა მედიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, – წერია განცხადებაში.

არაერთმა მედიასაშუალების წარმომადგენელმა განაცხადა საპროტესტო აქციის დაშლის პროცესში მათზე საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობისა და ხელშეშლის შესახებ, ხოლო "მთავარი არხის" ოპერატორი დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები