
მოკრივე კუშიტაშვილს როსგვარდიელის ცემას ედავებიან
13/02/2020 13:37:32 მსოფლიო
რუსეთის ორგზის ჩემპიონს კრივში, წარმოშობით ქართველ გიორგი კუშიტაშვილს ბრალი როსგვარდიის თანამშრომლის ცემისთვის წარუდგინეს,– ამის შესახებ ТАСС მოკრივის ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, როსგვარდიის თანამშრომელმა მოკრივე გააჩერა და მისი გაჩხრეკა სცადა, თუმცა კუშიტაშვილმა ორი ძლიერი დარტყმა მიაყენა როსგვარდიელს. მას ცხვირი გაუტყდა და მცირე ხნით გონებაც დაკარგა.
„დარტყმების შედეგად ძლიერი ფიზიკური და მორალური ტკივილი განვიცადე“,– განაცხადა როსგვარდიელმა სასამართლო პროცესზე.
სასამართლომ მოკრივეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა განუსაზღვრა. ამასთან, როგორც რუსეთის კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა უმარ კრემლიოვმა განაცხადა კუშიტაშვილი ნაკრებიდან გარიცხეს.