
თბილსერვის ჯგუფი: მელიქიშვილის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
20/11/2024 13:36:54 საზოგადოება
საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირზე 21 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება,- იტყობინება თბილსერვის ჯგუფი.
"შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით",- ნათქვამია შეტყობინებაში.
ბოლო დღეებში მელიქიშვილის გამზირი პროტესტის ერთ-ერთი კერა იყო. 20 ნოემბერს მიმდებარედ პროფესორ-მასწავლებლები გამართავენ აქციას.