Accentnews.ge
მედია: უკრაინამ რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow–ებით პირველად დაბომბა

მედია: უკრაინამ რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow–ებით პირველად დაბომბა

20/11/2024 15:50:22 მსოფლიო

უკრაინამ რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow–ს ტიპის რაკეტებით პირველად დაბომბა, – იუწყება Bloomberg ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

გამოცემა არ აკონკრეტებს როდის და კონკრეტულად სად დაბომბა უკრაინამ სამიზნეები Storm Shadow–ებით, თუმცა 20 ნოემბერს რუსული წყაროები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ უკრაინამ აღნიშნული რაკეტები კურსკის ოლქში გამოიყენა.

ცნობისთვის: 19 ნოემბერს ამერიკული CNN ასევე ავრცელებდა ცნობებს უკრაინის მიერ ამერიკული წარმოების ATACMS რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის პირველად დაბომბვის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S