
თსუ–ს სტუდენტების ნაწილი: "რექტორს მხოლოდ ღია სივრცეში, მედიების თანდასწრებით შევხვდებით"
20/11/2024 16:04:42 საზოგადოება
"ვეხმაურებით ჯაბა სამუშიას შემოთავაზებას თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრის თაობაზე.ჯაბა სამუშიას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება:სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის კარის ჩაკეტვაზე;ისტორიულ კორპუსში საპოლიციო ძალების განლაგებასა და მათთვის კომფორტის შექმნაზე;უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებზე ძალადობაზე.მნიშვნელოვანია, რომ მისი პასუხისმგებლობა დადგეს არა მხოლოდ აკადემიური საბჭოს, არამედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშეც. უნივერსიტეტის რექტორმა პირველ რიგში უნივერსიტეტის სტუდენტების კითხვებს უნდა უპასუხოს.რექტორთან შეხვედრას ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს აზრი, თუ ის საჯარო სივრცეში, კრიტიკული მედიების თანდასწრებით გაიმართება და რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეეძლება", – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის განცხადებაში, რომელსაც ფეისბუქ–გვერდი "სტუდენტები ხმების დასაცავად" აქვეყნებს.