20-11-2024 20:53:22 პოლიტიკა
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა.
"საამისოდ მზადება მიმდინარეობს. მისიის შესახებ უფრო მეტი დეტალი შესაფერის დროს გახდება ცნობილი", - განუცხადა "რადიო თავისუფლებას", ევროკომისიის სპიკერმა პეტერ სტანომ.
გარდა ამისა, პეტერ სტანოს თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე მოხსენებით წარდგება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელიც შეაფასებს, "როგორ უპასუხეს საჩივრებს საარჩევნო დარღვევებზე".
საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა 18 ნოემბერს განაცხადა.