Accentnews.ge
ტრამპმა NATO-ში აშშ-ის ელჩად მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა

ტრამპმა NATO-ში აშშ-ის ელჩად მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა

20/11/2024 17:33:17 მსოფლიო

აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ში შეერთებული შტატების ელჩად მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა.

ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში უიტაკერი 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებდა.

“მეტი ძლიერი მებრძოლი და ერთგული პატრიოტია, რომელიც უზრუნველყოფს შეერთებული შტატების ინტერესების წინ წაწევასა და დაცვას. მეტი გააძლიერებს ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან ურთიერთობებს, და მყარად იდგება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საფრთხეების წინაშე - ამერიკას დააყენებს პირველ ადგილზე”, - აცხადებს ტრამპი.

ამერიკის შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S