20-11-2024 22:05:09 პოლიტიკა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ოფისში სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა დასრულდა.
გამართული აუდიენციის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტებმა მედიასთან განაცხადეს, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კოორდინაცია აქვთ და კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება.
„სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაზეც აქამდეც ხშირად გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორ უნდა გვქონდეს კოორდინაცია, ამასთან დაკავშირებით, სრული თანხმობა გვაქვს, მათ შორის ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ იყოს უფრო ეფექტური კოორდინაცია.
მეორე საკითხია, [პარლამენტისთვის] აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. სამი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს.
მესამე საკითხი იყო - აქციები, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი ხვალ დილით, მაგრამ დეტალებს ჯერ არ მოგიყვებით. დღეს ღამეც გაგრძელდება კონსულტაციები ჩატებში“, - ამბობს ზურა გირჩი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.