21-11-2024 10:20:22 პოლიტიკა ,მსოფლიო
გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ შეკითხვას. კერძოდ, მილერს ჰკითხეს, რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდს საფრთხეს აშშ სერიოზულად აღიქვამს თუ არა და განიხილავს თუ არა ამას ნატო-ს მოკავშირეებთან.
„ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას ნატო-ს მოკავშირეებთან მთელ რიგ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს თავისი აგრესიით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის. გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას. ჩვენ ვაგრძელებთ ნატოელ მოკავშირეებთან იმ ასიმეტრიული საფრთხეების განხილვას, რომელსაც რუსეთი ევროპის გარშემო ქმნის“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.