21-11-2024 10:26:28 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყირიმის დაბრუნება დიპლომატიური გზით შეიძლება. ამს შესახებ მან Fox News–სთან საუბრისას განაცხადა.
Fox News–ის ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა ომის დასასრულებლად უარი თქვას კონკრეტულად ყირიმზე, ზელენსკიმ შემდეგი აღნიშნა:
"უკრაინას არ შეუძლია ყირიმის დასაბრუნებლად ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გაწიროს, ამიტომ ესმით, რომ ყირიმის დაბრუნება დიპლომატიური გზით შეიძლება".
კიდევ ერთ კითხვაზე, თანახმაა თუ არა უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის და სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ რუსეთს დარჩეს უკრაინის ტერიტორიების ნაწილი, ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უკრაინა იურიდიულად ვერ აღიარებს და ვერ მიიღებს თავისი ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას".