
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
21/11/2024 06:30:20 მსოფლიო
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა.
ბერლინის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის განახლებული სია გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე 20 ნოემბერს გამოქვეყნდა.
დახმარების ახალი პარტია მოიცავს ოთხ თვითმავალ ჰაუბიცა PzH 2000-ს, შვიდ ჰაუბიცა M109-ს, 41 ათას 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვს, 47 ჯავშანმანქანას, სადესანტო მანქანა Caracal-ს და სხვა შეიარაღებას.
გერმანია ევროპულ ქვეყნებს შორის მოწინავე კონსტრიბუტორია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის კუთხით.