Accentnews.ge
დანიის ფლოტმა დააკავა ჩინური გემი, რომელიც წინა დღეებში საერთაშორისო საზღვაო კაბელების დაზიანების ადგილას შენიშნეს

დანიის ფლოტმა დააკავა ჩინური გემი, რომელიც წინა დღეებში საერთაშორისო საზღვაო კაბელების დაზიანების ადგილას შენიშნეს

21/11/2024 06:46:43 მსოფლიო

დანიის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალებმა დააპატიმრეს ჩინური გემი Yi Peng3, რომელიც წინა დღეებში 2 საერთაშორისო საზღვაო კაბელის დაზიანების ადგილას შენიშნეს.

სატრეკინგო სერვისების (VesselFinder) მონაცემებით, ჩინური გემი ამ დროისთვის დანიასა და შვედეთს შორის მდებარე კატგატის სრუტეშია და მის ირგვლივ დანიის სანაპირო დაცვის რამდენიმე გემია შეკრებილი.

ადგილობრივი გაზეთის Maltese Herald-ის ცნობით, დანიის საპატრულო დაცვის თანამშრომლები ჩინურ გემზე ჯერ კიდევ 19 ნოემბრის საღამოს ავიდნენ.

ჰელსინკისა და გერმანული როსტოკის დამაკავშირებელი 1200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი ფინური ოპერატორის Cinia-ს ცნობით, 18 ნოემბრის დილით, შვედეთის ტერიტორიული წყლების მახლობლად დაზიანდა. "ძალიან მაღალი ალბათობით ეს გარე ჩარევის შედეგად მოხდა"- ნათქვამია ოპერატორის განცხადებაში.

გასული 2 წლის განმავლობაში ნატოს წევრი სახელმწიფოები საზღვაო კომუნიკაციის საბოტაჟის გაზრდილ რისკებზე საუბრობდნენ, განსაკუთრებით 2022 წლის შემოდგომაზე ჩრდილოეთის ნაკადის ერთ-ერთი მილსადენის აფეთქების შემდეგ.

გასულ წელს ფინეთის ყურეში დაზიანდა 1 მილსადენი და 2 საზღვაო კაბელი - ოფიციალური ცნობებით დაზიანება ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის ღუზამ გამოიწვია.

ფინეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი კაბელის გაწყვეტამდე 24 საათით ადრე შვედეთის უმსხვილესმა კავშირგაბმულობის კომპანიამ Telia-მ ლიეტუვასთან დამაკავშირებელი დაზიანების შესახებ განაცხადა.

გასული 2 წლის განმავლობაში ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა გაძლიერებულ პატრულირება დააწესეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S