"შევინარჩუნებთ შეკავების და თავდაცვის სტრატეგიას, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა"

13-02-2020 18:47:26 მსოფლიო

ნატო-ს მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული რაკეტებისგან შექმნილი საფრთხე იყო – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია აქვთ, რომ რუსეთმა „საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმება“ დაარღვია.

„ჩვენ არ გვსურს, ევროპაში ახალი სახმელეთო ბირთვული რაკეტები განვათავსოთ, მაგრამ შევინარჩუნებთ ჩვენს შეკავების და თავდაცვის სტრატეგიას, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა. ჩვენ ვისაუბრეთ დიდ გამოწვევაზე, რომელიც მოიცავს რუსეთის მთლიან სარაკეტო სისტემას, კონვენციურს და ბირთვულს, რომელიც უკვე განთავსებულია, ან ახლა მზადდება. ბევრი მათგანი მრავალფუნქციურია, რაც აჩენს ესკალაციისა და შეცდომების რისკებს. ამავე დროს, მინისტრებმა დაადასტურეს ნატო-ს ვალდებულება, შეიარაღების კონტროლზე და განიარაღებაზე“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს მინისტერიალზე თავდაცვით ხარჯებთან დაკაშირებულ პროგრესზეც იმსჯელეს.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ მოკავშირეები თავდაცვის სფეროს დაფინანსებას ზრდიან და ეს სამომავლოდაც გაგრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები