Accentnews.ge
ნაზარბაევის შვილიშვილი ოჯახს კორუფციაში ამხელს და თავშესაფარს ევროპაში ითხოვს

ნაზარბაევის შვილიშვილი ოჯახს კორუფციაში ამხელს და თავშესაფარს ევროპაში ითხოვს

13/02/2020 15:06:23 მსოფლიო

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის და ქვეყანაში გავლენიანი პირის ნურსულთან ნაზარბაიევის შვილიშვილი აისულთან ნაზარბაიევი, რომელიც თავს აისულთან რახათს უწოდებს, დიდი ბრიტანეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

როგორც აისულთანი სოციალურ ქსელში წერს, ის ოჯახის ზეწოლის ქვეშაა. კერძოდ, თავშესაფრის მაძიებლის თქმით, მას დაპირისპირება ჰქონდა ბაბუასთან და დედასთან – ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერ დარიგა ნაზარბაიევასთან.

ახალგაზრდა ამბობს, რომ მოსკოვში სამკურნალოდ იმყოფებოფა, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კი დედა აშანტაჟებდა, Facebook-ზე არაფერი დაეწერა, რომ გარკვეული პერიოდით ციხეში გაუშვეს და ფსიქტროპულ წამლებს აძლევდნენ.

"თუმცა, მე მიყვარს თავისუფლება და არაფერში გავცვლი ამას... მიკვირს, ეს ხალხი როგორ უნდა მართავდეს ქვეყანას, როდესაც ოჯახში წესრიგის დამყარება არ შეუძლიათ," - წერს ის.

ამასთან, როგორც აისულთანი იუწყება, ფლობს ინფორმაციას რუსეთის მთავრობისა და ყაზახეთის კორუფციულ გარიგებაზე, მათ შორის მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მონაწილეობით.

მას კითხვები აქვს აშშ-სთან, ყაზახეთს სანქციებს რატომ არ უწერებს.

შეგახსენებთ, რომ 79 წლის ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 28 წლის განმავლობაში მართავდა, მიმდინარე წელს პოსტი დატოვა, თუმცა კვლავ რჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და მმართველი პარტიის ლიდერად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S