
სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც შინ და გარეთ კითხვები წარმოშვა
09/04/2019 09:02:08 თვალსაზრისი, ანალიზი
გასულ კვირას საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდასაქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგანცხადება იმის შესახებ, რომ "ბრექსითი" (ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა) შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსი აღმოჩნდეს. ამ ორ მოვლენას შორის კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრეზიდენტს არ განუმარტავს, მან მხოლოდ ეს თქვა:
„საქართველო ცდილობს, გამოიყენოს ის, რაც შეიძლება, მოხდეს "ბრექსითთან" დაკავშირებით,რათა შეაღოს ევროკავშირის კარი იმ დროს, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტიემანუელ მაკრონი მხარს უჭერს „ყველასთვის ღია, განსხვავებული სიჩქარის ევროპას". ლოგიკაიმაშია, რომ ქვეყანას, რომელიც მტკიცედ მიემართება ევროპისკენ, არ შეიძლება, იმაზე ნაკლებადმოეპყრან, ვიდრე ქვეყანას, რომელიც მტკიცედ მოძრაობს ევროკავშირიდან გასასვლელად”, –განაცხადა პრეზიდენტმა „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც რომელიც 5 აპრილს გამოქვეყნდა .
„აქცენტი“ შეეცადა, ექსპერტების დახმარებით გაერკვია, რა კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი კავშირიშეიძლებოდა, ეგულისხმა სალომე ზურაბიშვილს.
ანალიტიკოს გიორგი გობრონიძისთვის პრეზიდენტის განცხადება სრულიად გაუგებარია:
“კარგი იქნებოდა, თავად პრეზიდენტს განემარტა, რას გულისხმობდა. ვერ ვხვდები, 18-ტრილიონიანი ეკონომიკის ევროკავშირიდან გასვლა ჩვენ რას გვაძლევს და როგორ გვიხსნისგზას ევროკავშირში? ადგილი გამოთავისუფლდება და ჩვენ მიგვიღებენ?! ბრიტანეთის დაევროკავშირის ურთიერთობები ერთი თემაა, ჩვენი და ევროკავშირის - სულ სხვა დღის წესრიგი.მსოფლიოს მეორე ფინანსური ცენტრია ლონდონი, უდიდესი პოტენციალის მქონე სახელმწიფოდა ეროვკავშირიდან მისმა გასვლამ ჩვენ გაგვიზარდა შანსები? - ცოტა უცნაურად ჟღერს. მაშინჩვენ ბრიტანეთის ტიპის ქვეყანა, სულ მცირე, დემოკრატიის ხარისხით მაინც უნდა ვიყოთ,აღარაფერს ვამბობ პოტენციალსა და წარმოებაზე. ალბათ, რაღაც სხვა მოსაზრება აქვს ქ-ნ ზურაბიშვილს, რასაც მე უბრალოდ ვერ ვხვდები და სჯობს, მანვე განმარტოს“.
ანალოგიური პოზიცია აქვს ანალიტიკოს ვანო ჩხეიძეს:
„სიმართლე გითხრათ, ამ ორ თემას ერთმანეთს ვერ ვუკავშირებ“.
დიდ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე ფიქრობს,რომ პრეზიდენტის ეს კონკრეტული ინტერვიუ საქართველოს პარტნიორებში უხერხულ კითხვებს გააჩენს:
„ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მეტ ძალისხმევასხარჯავდნენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად,მაგრამ ქალბატონი პრეზიდენტის ეს კონკრეტული ინტერვიუ, ჩემი აზრით, უამრავ უხერხულკითხვას გააჩენს ჩვენს პარტნიორებში. პირველია, რა უპურატესობას აძლევს საქართველოსევროკავშირიდან იმ სახელმწიფოს გასვლა, რომელიც ამ კავშირის გაფართოებისა და საკუთრივსაქართველოს ინტეგრაციის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული მხარდამჭერია? იქნებ,საქართველოს პრეზიდენტს ჰგონია, რომ ბრიტანეთის გასვლით ევროკავშირში ჩვენთვისადგილი თავისუფლდება?! ვივარაუდებ, რომ ეს განცხადება არც ევროკავშირის დარჩენილქვეყნებს მოეწონებოდათ, რომლებსაც გაწევრიანების კრიტერიუმები არ გაუუქმებიათ და არცბრიტანეთს“.
სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, „ბრექსითსა“ და საქართველოს შორის კავშირს ვერც საქართველოსყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხედავს:
„მე ვერ ვხედავ, რომ „ბრექსითი“, როგორც პროცესი, რაიმე ახალ შესაძლებლობას, ფანჯარას ხსნიდესჩვენთვის. ალბათ, ქ-მა პრეზიდენტმა იგულისხმა, რომ თუ ევროკავშირის შიგნით არსებული ამკრიზისის ფონზე ამ ორგანიზაციას ჩვენს ერთგულებას დავანახებთ და ჩვენი დიალოგი უფროინტენსიური იქნება, ამან საქართველოს მიმართ მეტი სიმპათია უნდა გააჩინოს. ალბათ, ამგვარი რამიგულისხმა მან. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანეთის ჩანაცვლებაზესაუბარი არასერიოზული იქნებოდა და არა მგონია, პრეზიდენტს მსგავსი რამ ეგულისხმა“.
ცნობისთვის: ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე რეფერენდუმი 2016 წლის ივნისშიჩატარდა. გასვლას სამეფოს 17,4 მლნ-მა მოქალაქემ (რეფერენდუმის მონაწილთა 51,89%-მა) დაუჭირამხარი, წინააღმდეგ 16,1 მლნ-მა (48,11%) მისცა ხმა.
თავდაპირველად “ბრექსითი” 2019 წლის 29 მარტისთვის იყო დანიშნული. თუმცა ამ თარიღამდე ორიკვირით ადრე პრემიერ ტერეზა მეის მთავრობამ და დეპუტატებმა ვერ შეათანხმეს პირობები, რომლითაცსამეფო ევროკავშირს დატოვებს.
28 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ „ბრექსითისადმი“ მიდგომის რვაალტერნატიული ვარიანტიდან ვერც ერთს ვერ დაუჭირა მხარი. ყველაზე მეტი ხმა მიიღო წინადადებამ„ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირთან საბაჟო კავშირში დარჩენის შესახებ, თუმცა ხმათა უმრავლესობა ვერცმან მოიპოვა.
დეპუტატებმა სარეიტინგო კენჭისყრა იმ ჩიხიდან გამოსვლის იმედით გამართეს, რომელიც მათ მიერტერეზა მეის მთავრობის წინადადებების ორჯერ ჩაგდების შემდეგ წარმოიშვა. განმეორებითრეფერენდუმს, რომელსაც ოპოზიციონერმა ლეიბორისტებმა დაუჭირეს მხარი, 268 დეპუტატმა მისცა ხმა295–ის წინააღმდეგ, ხოლო ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას – მხოლოდ 160–მა. ამგვარად,პარლამენტმა ვერ ჩამოაყალიბა ერთიანი მიდგომა, რომელიც ტერეზა მეის კაბინეტს სტრატეგიის შეცვლასაიძულებდა.
29 მარტს ბრიტანულმა პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული გეგმამესამედ ჩააგდო. დეპუტატებმა „ბრექსითის“ თარიღი ფორმალურად 29 მარტიდან 12 აპრილამდეგადასწიეს, რაც მანამდე ევროკავშირთან იყო შეთანხმებული. თუმცა 12 აპრილამდე ლონდონმაევროკავშირს ჩიხიდან გამოსვლის საკუთარი გეგმა უნდა წარუდგინოს, რომელიც ჯერ–ჯერობით არგააჩნია და დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირს "ბრექსითის" თარიღის 30ივნისამდე გადავადების თხოვნით მიმართა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021