Accentnews.ge
მოსკოვის სასამართლომ Twitter დააჯარიმა

მოსკოვის სასამართლომ Twitter დააჯარიმა

13/02/2020 16:11:47 მსოფლიო

მოსკოვის სასამართლომ სოციალური ქსელი Twitter ქვეყნის გარეთ არსებულ სერვერებზე რუსი მომხმარებლების მონაცემთა შენახვისთვის ოთხი მილიონი რუბლით დააჯარიმა,– იუწყება „ინტერფაქსი“.

კომპანია 2019 წლის აპრილშიც დაჯარიმდა ოთხი ათასი რუბლით. მაშინ Twitter-ის წარმომადგენლებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ ქსელი არ აწარმოებს პირადი მონაცემების მიზანმიმართულ შეგროვებას და არ არის ვალდებული, ანგარიში ჩააბაროს რუსეთის მაკონტროლებელ უწყებას „როსკომნადზორს“.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიიღეს კანონები, რომლებიც კომპანიებს ავალდებულებს, მოქალაქეთა პირადი მონაცემები ინახებოდეს სერვერებზე, რომლებიც მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. რუსეთში ასეთი კანონი 2015 წელს შევიდა ძალაში.

პირადი მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადმინისტრაციული საქმე აღიძრა Facebook-ის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ არ განხილულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S