
რუსეთმა უკრაინისკენ ბირთვული ქობინის მზიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
21/11/2024 09:02:11 მსოფლიო
რუსეთმა პირველად გაუშვა უკრაინის მიმართულებით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, რაკეტა ასტრახანის ოლქის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული.
კიევი რუსეთის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას ადასტურებს, თუმცა მის ტიპს არ აკონკრეტებს.