21-11-2024 17:50:59 საზოგადოება
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში კარვები დადგეს.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია, პროტესტი იყოს როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ასევე გარეთ. სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაშიც რჩებიან.
მათი თქმით, პროტესტი ყოველდიური იქნება. აქვე ჩატარდება ლექციებიც.
"ეს ის ადგილია, სადაც ორი დღის წინ, სპეცრაზმი ჯაბა სამუშიამ შემოუშვა და სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში არ შეუშვა. ჩვენ, აქ ვაგრძელებთ პროტესტს, ეს იქნება პროტესტის ადგილი, სადაც ჩვენ გავშალეთ კარვები, იქნება გადაღობილი და აქ ვიქნებით. ამით გვინდა ვთქვათ, რომ თსუ არის სტუდენტების ადგილი და არა იმ სპეცრაზმელების, რომლებმაც მოქალაქეებზე იძალადეს", - თქვა სტუდენტმა დათუნა დანელიამ.
20 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, 02:00 საათისთვის, აქციის მონაწილე სტუდენტთა ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შევიდა. მათი მოთხოვნა რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომაა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სპეცრაზმი შევიდა.