სტანო: თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ეს ესკალაციის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი იქნება

21-11-2024 18:10:37 მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ეს ესკალაციის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი იქნება.

„თუ რუსეთის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ ცნობები დადასტურდება, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება და ესკალაციის აშკარა ნიშანი იქნება“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

მისივე თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშები იმის ნიშანია, რომ ვლადიმერ პუტინი დეესკალაციას არ ცდილობს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დღეს დილით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები