Accentnews.ge
ზალუჟნი: მესამე მსოფლიო ომი დაიწყო!

ზალუჟნი: მესამე მსოფლიო ომი დაიწყო!

21/11/2024 14:32:51 მსოფლიო

უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ავტოკრატიული მოკავშირეების უშუალო ჩართვის შემდეგ, მესამე მსოფლიო ომი შეიძლება დაწყებულად ჩაითვალოს. ამის შესახებ მან UP-100 დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლის დროს ისაუბრა:

"ვთვლი, რომ 2024 წელს შეგვიძლია აბსოლუტურად ჩავთვალოთ, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. რადგან 2024 წელს უკრაინის წინაშე რუსეთი აღარ დგას. უკრაინის წინ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან. მოდით, ვიყოთ გულახდილები - უკრაინაში ირანული „შაჰედები“ სრულიად ღიად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე კლავენ მშვიდობიანი მოქალაქეებს.ჩრდილოეთ კორეული წარმოების რაკეტები უკვე დაფრინავენ უკრაინაში და ისინი ამას ღიად აცხადებენ. უკრაინაში აფეთქებენ ჩინურ ჭურვებს, რუსულ რაკეტებში ჩინურ ნაწილებს იყენებენ“.

ზალუჟნის თქმით, სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობა დაეთანხმება, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი იძლევა საფუძველს განცხადებისა, რომ მსოფლიო ომი დაიწყო და მსოფლიო ამისთვის უნდა მოემზადოს:

„ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მოსალოდნელი იყო, უკვე დაიწყო, მაგრამ ღმერთი აძლევს შანსს, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს - ჯერ კიდევ არის სწორი დასკვნების გამოტანის დრო. ჯერ კიდევ შეგიძლიათ, გააჩეროთ აქ - უკრაინაში. მაგრამ რატომღაც ჩვენს პარტნიორებს არ სურთ ამის გაგება. აშკარაა, რომ უკრაინას უკვე ძალიან ბევრი მტერი ჰყავს. უკრაინა გადარჩება ტექნოლოგიების წყალობით, მაგრამ უცნობია შეძლებს თუ არა ის ამ ბრძოლას დამოუკიდებლად მოგებას. ამიტომ, ვთვლი, რომ მსოფლიო ომი, მოგესალმებათ - ის დაიწყო“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S