21-11-2024 19:23:17 ,
გენერალურ პროკურატურაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის გამოკითხვა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დასრულდა.
მან პროკურატურის შენობაში დაახლოებით, ექვსი საათი დაჰყო. მან პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება ცესკოს მიმართის საფუძველზე დაიწყო. დაკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი, დამკვირვებელი, პრეზიდენტი.
კალანდარიშვილმა დაკითხვამდე თქვა, რომ დღემდე „არც ერთი ხელშესახები გარემოება არ გვინახავს, რომელიც იტყოდა, რომ სისტემურ ან არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი“.