
რობ მაგოვანი: ბრიტანეთი მზადაა, ებრძოლოს რუსებს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე
21/11/2024 15:42:28 მსოფლიო
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები მზად იქნებიან რუსეთის ჯარებთან საბრძოლველად იმავე ღამეს, როდესაც ვლადიმირ პუტინის ძალები შეიჭრებიან აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წევრ ქვეყანაში. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა რობ მაგოვანმა განაცხადა, - მას Politico ციტირებს.
ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ხუთშაბათს თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა რობ მაგოვანს ჰკითხეს, რამდენი ბრიტანული ბრიგადა შეძლებდა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგამდე მიღწევას რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ესკალაციის შემთხვევაში.
”თუკი ბრიტანეთის არმიას დღეს სთხოვენ ბრძოლას, ის დღესვე იბრძოლებს”, - თქვა მაგოვანმა და დასძინა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია ბრიტანული ძალების მოქმედებასთან დაკავშირებით.
”თუ რუსები ამაღამ შეიჭრნენ აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ მათ ამ ბრძოლაში შევხვდებოდით”, - დასძინა მაგოვანმა.
მაგოვანმა ხუთშაბათს განუცხადა დეპუტატებს, რომ სამხედროებს აქვთ "ოპერაციული რისკების და ოპერატიული უპირატესობების მთელი რიგი" და თქვა, რომ მან ადრე ისაუბრა "მეტი ლეტალურობის" აუცილებლობაზე.