Accentnews.ge
აშშ-მა ბოლო არასანქცირებული რუსული ბანკის წინააღმდეგ შემოიღო შემზღუდავი ზომები

აშშ-მა ბოლო არასანქცირებული რუსული ბანკის წინააღმდეგ შემოიღო შემზღუდავი ზომები

21/11/2024 16:42:55 მსოფლიო

სანქციები გლობალური ფინანსური სისტემიდან გამორიცხავს რუსულ “გაზპრომბანკს” და მის ექვს შვილობილ კომპანიას, რომლებიც ლუქსემბრუგში, ჰონგ-კონგში, კვიპროსში, შვეიცარიასა და სამხრეთ აფრიკაში მდებარეობენ.

როგორც განიმარტა, რუსეთი “გაზპრომბანკს” უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენ არხად იყენებდა. ასევე, მოსკოვი ამ ბანკის მეშვეობით უხდიდა თავის ჯარისკაცებს ანაზღაურებას და კომპენსაციებს ურიცხავდა საბრძოლო ქმედებებში დაღუპულთა ოჯახებს.

მანამდე ავსტრალიამ, კანადამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირეს “გაზპრომბანკი”

აშშ-მა ბოლო არასანქცირებული რუსული ბანკის “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ დააწესა სანქციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S