ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია, კონკრეტულად რას ვიზამთ, რომ შევკრიბებით მაშინ გეტყვით

21-11-2024 21:18:11 პოლიტიკა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ 23 ნოემბრისთვის საპროტესტო აქცია დააანონსა.

მან რიგი დეტალები გაამჟღავნა, თუმცა არა სრულად.

"შაბათს გვექნება დიდი აქცია. [...] კონკრეტულად რას ვიზამთ, რომ შევკრიბებით მაშინ გეტყვით... თვითმარქვია ხელისუფლებას არ ვაძლევთ წინასწარ მომზადების შესაძლებლობას",- თქვა ვაშაძემ "ფორმულას" ეთერში.

მისი თქმით, შეკრების ადგილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსი, სადაც 19-20 ნოემბერსაც მიმდინარეობდა აქციები.

იმავდროულად, მან თქვა, რომ ემზადებიან 24-25 ნოემბრისთვისაც, "ამაზე გვქონდა კონსულტაციები. ამასთან, რომ გითხრათ, რომ 25-ში მთავრდება ყველაფერი, ასე არ არის - პროცესი გრძელდება",- დასძინა ვაშაძემ.

25 ნოემბერს პარლამენტის პირველი შეკრებაა დაანონსებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები